მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია · თბილისი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
დაზღვეულთა მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტის შესაბამისად;დაზღვეულთა სატელეფონო კონსულტაცია;კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება;სამედიცინო მომსახურების ორგანიზება პროვაიდერ ან/და არაპროვაიდერ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში (საზღვარგარეთ ასეთის კონტრაქტით დაფარვისა და მოთხოვნის შემთხვევაში);ოჯახის ექიმის კონსულტაციის/ბინაზე გამოძახების ორგანიზება;სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა;ელექტრონულ სისტემაში (სოფტში) სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მიმართვების შექმნა პროცედურით განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში;მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა;მიმართვის ავტორიზების მოთხოვნა;განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ დაზღვეული პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით;მიმართვის ავტორიზების მოთხოვნის, ავტორიზებისა და ადრესატისთვის მიწოდების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;დაზღვეულის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და სოფტში საგარანტიო წერილის მოთხოვნის შექმნა, ანაზღაურების მოთხოვნის შექმნა, ადრესატისთვის დოკუმენტაციის მიღების წერილობითი დადასტურება;დადასტურებული საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდება შესაბამისი კომენტარებითა და გადაწყვეტილების მიღების წყაროს მითითებით (ხელშეკრულების პუნქტი, პროტოკოლი, გაიდლაინი და ა.შ.);პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მიწოდება;ანაზღაურების მოთხოვნის, საგარანტიო წერილის ავტორიზაციის და მიმართვის გაცემისას არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით;დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში საპრეტენზიო სამსახურთან გადამისამართება;მიღებული მომსახურების მონიტორინგი (ბინაზე ექიმის ან/და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში) სტანდარტის შესაბამისად;განაცხადის შევსებაში დაზღვეული პირის მხარდაჭერა (მ.შ. საპრეტენზიო ფორმა) და კომიტეტზე გატანის უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი;საკუთარი საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ;
რას ვითვხოთ:
უმაღლესი სამედიცინო განათლება;სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე;კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FooXW
გისურვებთ წარმატებას!