თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
PayBox · თბილისი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
Paybox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 -19:00 საათი;
რისი გაკეთება მოგიწევს:
ტერმინალის განთავსება/აღების პროცესში ჩართულობა;ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;ტექმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00-მდე;ანაზღაურება: 1300 ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური პაკეტის ღირებულებას ფარავს კომპანია);აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა, საწვავის ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია;ავტომობილის იჯარა: 150 ლარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IR891yR
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.