← ყველა ვაკანსია

შიდა ქართლის წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი

PayBox · ბორჯომი, ხაშური

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას შიდა ქართლის წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორის (ბორჯომ-ხაშური) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ხაშური გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი; რას გააკეთებ: გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს;სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას; პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა;პასუხისმგებლიანობა;დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას;ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე);ანაზღაურება-1100 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი);ავტომობილის ფლობა. თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6m7YoX5

განაცხადის გაგზავნა →