← ყველა ვაკანსია

მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი

Go-Playgrounds · რუსთავი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2; ** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით; ** ანაზღაურება: 2500-3000 Net. ძირითადი პასუხისმგებლობა: საწარმოო მასალების მოძრაობის, ხარჯვისა და ნაშთების სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობიდან გატანილი მასალების აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში/დოკუმენტაციაში დაფიქსირება; ** მასალების მიბმა კონკრეტულ პროდუქტებზე, შეკვეთებსა და პროექტებზე; ** წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობრივი კონტროლი; ** ფაქტობრივი ხარჯვის შედარება დადგენილ ნორმებთან და ცდომილობების დაფიქსირება; ** ნარჩენების, დაბრუნებადი მასალებისა და დანაკარგების აღრიცხვა და ანალიზი; ** წარმოებაში დარჩენილი მასალების იდენტიფიცირება და საწყობში დაბრუნების კონტროლი; ** საწყობის ნაშთების მონიტორინგი და მარაგების კონტროლი; ** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და ფაქტობრივი/სისტემური ნაშთების შედარება; ** მასალების ხარჯვისა და მარაგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება; ** გადახარჯვის, დანაკარგებისა და არაეფექტური გამოყენების მიზეზების გამოვლენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სასაწყობო აღრიცხვის, მარაგების მართვის ან საწარმოო აღრიცხვის მიმართულებით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღრიცხვის, საწყობის, მარაგების მართვის, საწარმოო აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე. პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი. რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →