← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Caucas Transport Solutions

"Caucas Transport Solutions" (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.cts.ge/ გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B); ** კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება; ** არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling); ** კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება; ** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება; ** საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა; ** ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე); ** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა; ** BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000-3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა; ** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას; ** კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი); ** სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა. სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@cts.ge. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

განაცხადის გაგზავნა →