უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
MyHomeSale
"MyHomeSale" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე.
** ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მაღალ, 70 %-იან ბონუსურ სისტემას, სადაც საშუალოდ გამოიმუშავებ 1500-დან 10500 ლარამდე.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 11:00-დან 19:00-მდე. დასვენების 3 დღე
** პროფესიული განვითარება: ჩვენთან თქვენ მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული და კვალიფიციური ბროკერი.
** კომფორტული სამუშაო გარემო: იმუშავეთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისში.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების მეპატრონეებთან აქტიური კომუნიკაცია.
** პორტალებზე და სოციალურ ქსელებში განცხადებების განთავსება და განახლება.
** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და უძრავი ქონების დათვალიერება.
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება.
აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Info@myhomesale.ge
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის #30 მეტრო ღრმაღელესთან