შემავსებელ-მერჩენდაიზერი
მულტი · ბათუმი
"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას შემავსებელ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (გრანდმოლი).
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ობიექტზე შემოსული პროდუქციით დარბაზის თაროების შევსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
** თაროებზე პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** თაროებზე პროდუქციის ფასებისა და ვადების კონტროლი;
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შემავსებელ-მერჩენდაიზერი ბათუმში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!