← ყველა ვაკანსია

მიმღები ადმინისტრატორი

სასტუმრო ამანტე

სასტუმრო "ამანტე" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა; ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; ** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად რეაგირების უნარი. ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ. ანაზღაურება - 1000 ლარი + საბონუსე სისტემა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@amantehotel.com

განაცხადის გაგზავნა →