სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი
დ&ლ სერვისი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://dls.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაგზლის ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი
დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორატიული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების ვიზიტი;
** შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის გაფართოება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
საჭირო კვალიფიკაცია:
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია MS office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
გთავაზობთ:
** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას;
** სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: vacancy@dls.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!