← ყველა ვაკანსია

ლოჯისტიკის მენეჯერი

ალიანს ლოჯისტიკი

ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2012 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით. ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით. ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00. შაბათ კვირის გარდა. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. საბურთალო. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი". ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება, დამუშავება და ფასის ოპერატიულად დაანგარიშება. ** ტრანსპორტირების დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი. ** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგი. ** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა ** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება იმავე პოზიციაზე. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. ** რუსული და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა, ** ინფორმაციის სწრაფად ათვისება, ** ჯანსაღი და გამართული კომუნიკაცია, ** პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.alogistics.ge მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →