საწყობის ოპერატორი
სფეის კარგო
გადამზიდი კომპანია "სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთის ჩამოტვირთვასა და საწყობში განთავსებაში მონაწილეობა;
** ტვირთის/ყუთების ფიზიკური დახარისხება;
** ტვირთის შესაბამისი ფილიალების მიხედვით სწორად განაწილება;
** შესაბამის ყუთზე/ტვირთზე ლეიბელის სწორად დაკვრა;
** ლეიბელზე დატანილი ინფორმაციისა და ტვირთის მონაცემების შესაბამისობის გადამოწმება;
** შესაბამისი აპარატის საშუალებით ტვირთის/ყუთის მონაცემების გადამოწმება;
** შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
** ფილიალებისთვის მომზადებული ტვირთის დატვირთვა;
** ტვირთის გასაგზავნად სწორად და დროულად მომზადება;
** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული სამუშაო ფორმის ტარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** საწყობში ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** სწრაფ და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კომპანიის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის დახარისხების პუნქტი, ჯავახეთის მეორე შესახვევი N1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — 10:00-18:30; შაბათი — 11:00-14:30
** ანაზღაურება: 900 ლარი, 2 თვეში 1000 ლარი. ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მეილზე: hr@spacecargo.ge
გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "საწყობის ოპერატორი".