← ყველა ვაკანსია

პერსონალური ასისტენტი სსმ მოსწავლეებისთვის

მწვანე სკოლა

შპს "მწვანე სკოლა-ტყის კამპუსი" აცხადებს ვაკანსიას: პერსონალური ასისტენტი (სსმ მოსწავლეებისთვის) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ფსიქოლოგიის ან ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით; ** სსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** რთული ქცევის მართვის პრაქტიკული გამოცდილება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სტრატეგიების ცოდნა; ** ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა; ** გამოყენებითი ქცევითი თერაპიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინება. ძირითადი მოვალეობები: ** სსმ მოსწავლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ** მასწავლებელთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ** ქცევის მართვის სტრატეგიების პრაქტიკაში განხორციელება; ** მოსწავლის დამოუკიდებლობისა და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ** პროგრესის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება გუნდისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: ngagloshvili@greenschool.edu.ge

განაცხადის გაგზავნა →