← ყველა ვაკანსია

სალომბარდე სესხის ექსპერტი

სვიფტ კრედიტი

ორგანიზაცია: "სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე. ვაკანსია: სალომბარდე სესხის ექსპერტი მდებარეობა: ქალაქი თბილისი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სალომბარდე სესხის გაცემა; ** ტექნიკის შეფასება; ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება; ** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება. საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით. სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინიგი/სტაჟრება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი (300-600). გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →