← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

ევროპის უნივერსიტეტი

"ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის N5; ** გრაფიკი: ცვლაში - სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა; ** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი; ძირითადი მოვალეობები: ** უზრუნველყოს კამპუსში მცხოვრები სტუდენტების განთავსება შესაბამის ოთახებში; ** უზრუნველყოს კამპუსში მყოფი სტუდენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება; ** კამპუსის ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** კამპუსში მცხოვრები სტუდენტების ბაზის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა); ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel ძალიან კარგი, PPT-ძალიან კარგი); პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →