← ყველა ვაკანსია

HR მენეჯერი

STREAM

ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ELTEG"-ისთვის. კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ელტეგი" მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან არის Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elteg.ge/ პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია, შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად. სამუშაო ადგილი - თბილისი, ქ. წამებულის N44 სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:00 სთ - 18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი) საწყის ეტაპზე შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვა. ანაზღაურება - 3000 - 3500 ლ. (Net) სრული განაკვეთის შემთხვევაში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება; ** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგ-ოფბორდინგ პროცესის დანერგვა და მართვა; ** HR ადმინისტრირების პროცესების კოორდინირება; ** სამუშაო აღწერილობების ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება; ** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი სისტემების შემუშავება და დანერგვა; ** შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება; ** ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან/და ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →