პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
ჯეო გლობალ ფუდი
საკონდიტრო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეო გლობალ ფუდი" ეძებს პრისეილერს. თქვენი ამოცანა იქნება სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის განვითარება, შეკვეთების მიღება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ტრანსპორტი: საკუთარი ავტომობილი; საწვავის უზრუნველყოფით;
** თქვენი ძირითადი ამოცანები
** სავაჭრო ობიექტების მონახულება შეთანხმებული მარშრუტით, პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთების მიღება.
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის განვითარება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება.
** ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების ცოდნა; მოლაპარაკებები, მათ შორის გადახდის პირობებზე, კომპანიის წესების ფარგლებში.
რას ველით თქვენგან:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, საკუთარი ავტომობილი და მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** მოლაპარაკებისა და პროდუქციის წარდგენის უნარი;
** შეთანხმებების შესრულება, პუნქტუალურობა და ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვა.
** უპირატესობად ჩაითვლება სადისტრიბუციო სფეროში მუშაობა და რუსული ენის ცოდნა.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@ggfood.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ "პრისეილერი".