უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსი
ქისთოუნ ინვესთმენთს · თბილისი
Keystone Investments აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსის (Junior Investment Analyst) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)
კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.
ძირითადი მოვალეობები:
საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების ფინანსურ ანალიზს;ფინანსური მოდელების მომზადებასა და განახლებას;ბაზრისა და სხვადასხვა სექტორის კვლევას;საინვესტიციო პროექტების IRR, NPV, ROI და სხვა ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას;საინვესტიციო პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას;Due Diligence პროცესებში მონაწილეობას;მოქმედი საინვესტიციო პროექტების ფინანსური შედეგების მონიტორინგს.
ვაკანსია ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის III–IV კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით და დაინტერესებული არიან კარიერის განვითარებით ინვესტიციების, Private Equity-ისა და კორპორაციული ფინანსების სფეროში.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება და განვითარების სურვილი. კანდიდატისგან ველით კარგ ანალიტიკურ და რაოდენობრივ უნარებს, Excel-ის კარგ ცოდნას, ინგლისური ენის ცოდნას, პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ფინანსებისადმი ინტერესს.
პრიორიტეტი მიენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტის, აისეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და უნივერსიტეტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!