← ყველა ვაკანსია

სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი

ორბი ჯგუფი · ბათუმი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია შპს „ორბი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში. სამუშაო ადგილი: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროული და ეფექტური შესრულება;შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინაცია და შესაბამისი კომუნიკაციის მართვა;ოფიციალური წერილების, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;საჭიროებისამებრ წერილობითი და ზეპირი თარგმანის უზრუნველყოფა;დოკუმენტაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება/კონტროლი;სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პოზიციასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა);MS Office პროგრამების კარგი ცოდნა. აუცილებელი უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ორგანიზებულობა და ოპერატიულად მუშაობის უნარი;ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე: hr@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი СV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისშესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მო-ნაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე,თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →