მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების სპეციალისტი
სელფი მობაილი · თბილისი
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების სპეციალისტის როლზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი (ორშაბათი - პარასკევი, შაბათი და კვირა დასვენება)ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსიდაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და სელფი მობაილის ქსელში ჩართვაკორპორატიული განყოფილების დამტკიცებული გეგმის შესრულებაარსებული სააბონენტო ბაზის განვითარებაანგარიშგების წარმოებაარსებული აბონენტების მომსახურება
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებასრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, ასევე შეგიძლია ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)უმაღლესი განათლებაგამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარიანგარიშების მომზადების და საქმიანი კორესპონდენციის წარმართვის უნარი
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
პასუხისმგებლობას (Ownership)საქმის ხახრისხიან შესრულებასპროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
დასახო ამბიციური მიზნებითამამად გამოხატო შენი აზრიჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალიისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვაპასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნაკეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულიაგუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://smrtr.io/Cb9XF