← ყველა ვაკანსია

აჭარის წარმომადგენლობის უფროსი

PayBox · ბათუმი

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი პასუხისმგებლობები: წარმომადგენლობის ეფექტურ მართვა და კომერციული მიზნების შესრულება;სამუშაო დისციპლინის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა მოტივირება და განვითარების ხელშეწყობა;შიდა პოლიტიკების, რეგლამენტების და პროცედურების დაცვა;ინციდენტების, უსაფრთხოების რისკებისა და ფინანსური გადაცდომების დროული გამოვლენა და მართვა;სათაო ოფისთან ანგარიშგების დროული და ზუსტი წარდგენა. ფუნქცია-მოვალეობები: წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა;ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი;რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები);თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტრანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი;წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;PayBox ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტენიკური გამართულობის უზრუნველყოფა;ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია;ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი;სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება;გუნდის მართვის გამოცდილება;საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;ორგანიზებული; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი. სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00 - 15:00 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; სავალდებულო მოთხოვნები: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა;საწვავის ხარჯს უზრუნველყოს კომპანია. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VyUMc6Pc

განაცხადის გაგზავნა →