დიზაინის არქიტექტორი
Wei Yap Architects · თბილისი
Wei Yap Architects არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში.
ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.
‘’Wei Yap Architects’’-ში ვეძებთ დიზაინის არქიტექტორს
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
არქიტექტურული დიზაინის განვითარებაში მონაწილეობა - კონცეფციის შექმნიდან ესკიზურ ეტაპამდე;ზუსტი და დეტალური 3D მოდელების შექმნა ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიცაა SketchUp ან Rhino;მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება D5 Render-ის ან Enscape-ის მეშვეობით;პრეზენტაციის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შიდა და გარე დაკავშირებული მხარეებისთვის;ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;აუცილებელია მინ 2 წლიანი 3D ვიზუალიზაციის სფეროში;SketchUp, Rhino, D5 Render და/ან Enscape პროგრამების ცოდნა;AI-ზე დაფუძნებული დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა.ინგლისური ენის ცოდნა.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში