← ყველა ვაკანსია

უსაფრთხოების ადმინისტრატორი

საქართველოს ბანკი · ლაგოდეხი

სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე კაბალში. დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა: ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი; ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით. ცოდნა და უნარები: სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; ჩვენ გთავაზობთ: სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);კომფორტულ სამუშაო სივრცეს;გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20 ოქტომბერი, 2026. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/usaprtxoebis-administratori-kabali-kabali-jVUyka?source=Hr.ge

განაცხადის გაგზავნა →