თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი
საქართველოს ბანკი · თბილისი
საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი -ს პოზიციაზე.
რას გააკეთებს თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი:
თვითდასაქმებული კლიენტის შემოსავლის დადგენა, ვალიდაცია;კლიენტის საქმიანობის ანალიზი და დადასტურებამიკრო საკრედიტო ექსპერტის მიერ შევსებული განაცხადების ანალიზი და ვალიდაცია , ხარისხის კონტროლიპორტფელის ხარისხის კონტროლი;მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;
თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;გუნდური მუშაობის უნარი;ანალიტიკური აზროვნების უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;დიდი მოცულობითი ინფორმაციის დამუშავების უნარი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;სამუშაო გამოცდილება : დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო ადგილი: თბილისი
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“:https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/tvitdasakmebulebis-validaciebis-analitikosi-tbilisi-0T4nR1?source=Hr.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 ოქტომბერი, 2026.