ბექ-ოფისის მოლარე - საღამოს ცვლა
საქართველოს ბანკი · თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში.
სამუშაო გრაფიკი : 19:00-02:00 საათამდე
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება;სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-tbilisi-sagamos-cvla-tbilisi-VJApE9?source=Hr.geრეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი, 2026.