სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
ტელექსი
წიგნების ონლაინ მაღაზია ,,ტელექსი’’ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. თუ ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა და გინდა შენი უნარი შემოსავლის წყაროდ აქციო, ეს ვაკანსია შენთვისაა.კომპანიის შესახებკომპანია ,,ტელექსი’’ 2013 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს საგამომცემლო სფეროში. ჩვენი მიზანია ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოში. ,,ტელექსი’’ ათასობით წიგნს აერთიანებს, რომელთა მიღებაც მომხმარებელს შეუძლია სწრაფად, მარტივად და კომფორტულად საქართველოს ყველა კუთხეში. ძირითადი მოვალეობები:უკვე არსებულ მომხარებელთან დაკავშირება და მათთან შესაფერისი კომუნიკაციის დამყარება;პოზიტიური განწყობა მომხარებლის მიმართ;მომხარებლის ინტერესების გამოვლენა და ამის შესაბამისად მათთვის წიგნის შერჩევა;მომხარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემით;ჩვენი პროდუქციის, ფასების, მიწოდების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა;შეკვეთის გაფორმება და სისტემაში მათი სტანდარტის მიხედვით აღრიცხვა.პიროვნული უნარ-ჩვევები:გამართულად, გასაგებად მეტყველება ქართულ ენაზე;ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;შედეგზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;სწავლისა და განვითარების მოტივაცია;რას გთავაზობთ:სამუშაოს დაწყებამდე საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და განმტკიცებას ტრენინგის მეშვეობით, ჩვენ არ ვითხოვთ გამოცდილებას;მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;ფიქსირებულ ანაზღაურებას+ბონუსს;გაყიდვების მიმართულებით განვითარებისა და ზრდის რეალურ შანსს.სამუშაო პირობები და ანაზღაურება:ჩვენ გთავაზობთ სრულ, ნახევარ და არასრულ განაკვეთს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თანამშრომელთა საჭირობებზე, ირჩევ ცვლასა და სამუშაო დღეების რაოდენობას - 5 ან 6 დღე.სრული განაკვეთი- 5 დღე, 10:00-18:00, ფიქსირებული ანაზღაურება 1000ლარი+ბონუსი ან 6 დღე, ფიქსირებული ანაზღაურება 1200ლარი+ბონუსი;ნახევარი განაკვეთი- 5 დღე, 10:00-16:00 ან 16:00-22:00, ფიქსირებული ანაზღაურება 750 ლარი+ბონუსი ან 6 დღე 900 ლარი+ბონუსიარასრული განაკვეთი- 5 დღე, 10:00-14:00 ან 14:00-18:00 ან 18:00-22:00, ფიქსირებული ანაზღაურება 525 ლარი+ბონუსი ან 6 დღე 630 ლარი+ბონუსისამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 25, ოფისიდაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV. მადლობას გიხდით კომპანია ,,ტელექსის’’ სახელით, გისურვებთ წარმატებას!