← ყველა ვაკანსია

IT Support Specialist

Tbc Insurance · თბილისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, იტ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია დაგაინტერესებს. სამუშაო ადგილი: თბილისი; კოსტავას ქუჩა #70;განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ. შენი, როგორც იტ მხარდაჭერის სპეციალისტის მთავარი ფუნქციები იქნება: ინციდენტების იდენტიფიცირება და მოგვარება;პროგრამული მხარდაჭერა;ფიზიკური დახმარება ტექნიკის გამართვაში;ტექნიკური პრობლემის/დაზიანების დადგენა/მოგვარება;ფიზიკურად ქსელის გამართვა. გამოგვეხმაურე, თუ ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით;იცი კომპიუტერული ტექნიკა და აღჭურვილობა;გაქვს გამოცდილება მსგავსი მიმართულებით. ვეძებთ ჩვენიანს: დეტალებზე ორიენტირებულს;პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს. როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს. თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →