← ყველა ვაკანსია

დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელი

მწვანე სკოლა

"მწვანე სკოლა-ტყის კამპუსი" ეძებს დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელს, რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ორგანიზებასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე. სამუშაო აღწერა: ** მოსწავლეთა ყოველდღიური რუტინის ორგანიზება და მათი მხარდაჭერა შესვენებების, კვებისა და სასკოლო აქტივობების დროს; ** ბავშვების უსაფრთხოებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი საჭიროებების შემჩნევა; ** მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა და უთანხმოების დიალოგით მოგვარებაში დახმარება; ** ბავშვებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კლასის შეთანხმებების დაცვის წახალისება; ** სკოლის გუნდთან თანამშრომლობა და მშობლებთან კომუნიკაცია. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება — სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და 10-11 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი საჭიროებების ცოდნა; ** ემპათია და ბავშვებთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი; ** გუნდური მუშაობისთვის მზაობა. სამუშაო დრო: 09:00-18:00 დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: hr@greenschool.edu.ge

განაცხადის გაგზავნა →