← ყველა ვაკანსია

ბელბოი

კომპლექსი კრუიზი

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით. სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე. ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს ანაზღაურება: 1000 ლარი კვება: უზრუნველყოფილია ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და საჭიროების შემთხვევაში ბარგის გადატანაში დახმარება; ** სასტუმროს შიდა სივრცეებში წესრიგისა და საერთო მდგომარეობის ზედამხედველობა; ** ლობის, დერეფნების და სხვა საერთო სივრცეების მუდმივი ყურადღება და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება; ** სტუმრების საჭიროებებისა და მოთხოვნების ოპერატიულად გადაცემა შესაბამის თანამშრომლებთან; ** სასტუმროს სერვისების სრულყოფილი ცოდნა ** საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და მოწესრიგებულობა; ** კომუნიკაბელურობა და სტუმართან თავაზიანი ურთიერთობის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა: "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის გაგზავნა →