BIM არქიტექტორი - მხაზველი
Stipfold
BIM არქიტექტორი - მხაზველი
"STIPFOLD GROUP" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო მოედანზე არსებული ინფორმაციის შეგროვება და პროექტში გადატანა (ანაზომის მომზადება);
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
** სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტში არსებული ყველა მასალის და პროდუქციის სპეციფიკაციების მომზადება;
მოთხოვნები:
** Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ამ პირობის გარეშე რეზიუმე არ განიხილება);
** ArchiCad-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** არქიტექტურის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ანაზღარება: ფიქსირებული ხელფასი - 3000 ლარი;
სამუშაო საათები: ორშ - პარ, 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
II ეტაპი - დავალების შესრულება
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfoldgroup.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: BIM Architect - Draftsman.