← ყველა ვაკანსია

ონლაინ კურსების მენეჯერი

The English Academy · ბათუმი

"The English Academy" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს Online Courses Manager-ის პოზიციაზე ბათუმში. პოზიციის მთავარი მიზანია ონლაინ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად მართვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და აკადემიის შიდა გუნდთან კოორდინაციით. ძირითადი მოვალეობები: ** ონლაინ კურსებით დაინტერესებულ მსმენელებთან კომუნიკაცია, პროგრამის, სასწავლო მეთოდოლოგიისა და კურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; ** ონლაინ კურსებზე ჩარიცხული მოსწავლეების ადმინისტრაციული მართვა; ** სასწავლო პროცესში წარმოშობილი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება; ** საჭირო ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან გადაცემა; ** ონლაინ კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება; ** პერიოდული ანგარიშებისა და საჭირო ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის. ჩვენგან მნიშვნელოვანია: ** უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები; ** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის შესაძლებლობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: The English Academy; ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე / შეთანხმებული გრაფიკი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Online Courses Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →