← ყველა ვაკანსია

მომხმარებელთა კომუნიკაციის მენეჯერი

The English Academy · ბათუმი

"The English Academy" ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს Customer Communication Manager-ის პოზიციაზე ბათუმში. თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, კარგად გამოგდის ინფორმაციის ორგანიზება და შეგიძლია მომხმარებელს სწრაფად, თავაზიანად და პროფესიონალურად უპასუხო ეს პოზიცია შენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** ⁠ ⁠CRM სისტემაში შემოსული მოთხოვნებისა და შეტყობინებების მართვა, სისტემაში მონაცემებისა და კომუნიკაციის ისტორიის სწორად დაფიქსირება; ** ⁠შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებლების კონსულტაცია; ** ⁠მოსწავლეებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მართვა; ** ⁠მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება; ჩვენგან მნიშვნელოვანია: ** ⁠ ⁠გამართული და პროფესიული კომუნიკაციის უნარი; ** ⁠პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ⁠ ⁠ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება; ** ⁠სწრაფი რეაგირების უნარი; ** ⁠მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** ⁠ ⁠სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და პროფესიონალურად მუშაობის უნარი; ** ⁠კომპიუტერთან და ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის კარგი უნარები; სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: The English Academy: ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N83 ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Customer Communication Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →