← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის სპეციალისტი

საქართველოს უნივერსიტეტი

"საქართველოს უნივერსიტეტის" მარკეტინგის სამსახური აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** უნივერსიტეტის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; ** მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელების პროცესის კოორდინაცია; ** პროექტების სამუშაო გეგმების, ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი; ** პროექტებში ჩართული შიდა გუნდებისა და გარე პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია; ** მარკეტინგული ღონისძიებების კონცეფციების, კამპანიებისა და სხვადასხვა ინიციატივის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** Digital Marketing-ის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების, კონტენტისა და კონტენტ-გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; ** მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და შეფასება, შესაბამისი ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება; ** მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი დავალებებისა და პრიორიტეტების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება; ** Digital Marketing-ისა და კონტენტ მარკეტინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა. საჭირო უნარები: ** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ძლიერი ორგანიზაციული და პროექტების მართვის უნარები; ** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პირდაპირი გაყიდვების უნარი; ** დროისა და სამუშაო ვადების ეფექტიანად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი ** სამუშაო ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, ადგილზე მუშაობა ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, გამოცდილების შესაბამისად დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "მარკეტინგის სპეციალისტი". საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →