← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღმრიცხველი

m²

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს! კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** BOQ-ის ანალიზი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის მომზადება; ** ხარჯთაღრიცხვების წინასწარ მომზადებულ სტანდარტულ ფასებთან შესაბამისობის ანალიზი, ხოლო არასტანდარტული ფასების შედარება საბაზრო ფასებთან; ** მშენებლობის პროცესში თითოეული ობიექტის მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან. ** ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების ფინანსური რევიზია; ** საპროექტო მოცულობების რევიზია; ** საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი (სამშენებლო ნახაზების სრულყოფილად წაკითხვა); ** ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო ღირებულებით; ** სნიპებით და ნორმებით ხელმძღვანელობა; ** სამშენებლო ნახაზების/პროექტის მიხედვით, მოცულობათა უწყისისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: ** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/არქიტექტურის მიმართულებით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ArchiCAD, AutoCAD პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარჯთაღმრიცხველი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →