← ყველა ვაკანსია

მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტი

ევროპის უნივერსიტეტი

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება). ** გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 9:00-15:00 ან 15:00-21:00) ** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი; ძირითადი მოვალეობები: ** პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა/ინვენტარი (სამედიცინო სიმულატორები - მულაჟი)/სამედიცინო მასალები; ** აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით; ** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურვილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა; ** სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/საექთნო მიმართულებით); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office; ** ინგლისური ენა - B1 (მეტყველება, წერა). პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →