← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ასკანელი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, თავისი საფირმო მაღაზიისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.askaneli.ge/ http://www.facebook.com/Askaneli1880 https://www.facebook.com/askaneli.garden/ საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება. ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის/ასორტიმენტის შესწავლა/ცოდნა. ** მომხმარებლებისთვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების/კონსულტაციის გაწევა. ** სამუშაო სივრცის, დახლებისა და თაროების მოწესრიგება. ** თაროებსა და დახლებზე პროდუქციისა და საფასრების განთავსება და კონტროლი. ** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებისა და სისუფთავის დაცვა. ** სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი. ** საჭიროებისამებრ კომპანიის შიდა ტერიტორიაზე სტუმრებისათვის მინი ტურების ჩატარება. ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილოს მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 533 333 596. გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის გაგზავნა →