გაყიდვების მენეჯერი
Pegasus Auto
"Pegasus Auto" არის ავტომობილების იმპორტის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილებს აწვდის სამხრეთ კორეის, ჩინეთის გერმანიის და აშშ-ს ბაზრებიდან.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა;
** ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
** შემოსულ ლიდებთან/მომხმარებლებთან აქტიური მუშაობა;
** გაყიდვების პროცესის წარმართვა და გარიგების დასრულება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზასთან მუშაობა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
** ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს (საშუალოდ 2, 500 ლარი);
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ავტომობილების იმპორტის სფეროში საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: info@pegasusauto.ge
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდეთ ავტომობილების გაყიდვებისა და იმპორტის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.