← ყველა ვაკანსია

საინფორმაციო მენეჯერი

ენმედიცი

"კლინიკა ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას: საინფორმაციო მენეჯერი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 ** ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკაში მოსული პაციენტებისა და მათი ახლობლების დახვედრა და დაკვალიანება; ** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება; ** პაციენტის მოთხოვნის გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება; ** პაციენტების რიგების მართვა და წარმოქმნილი პრობლემური სიტუაციების მოგვარება; ** ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის ფლობა; ** ჯანმრთელობის ცნობების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** პაციენტების შენიშვნებისა და უკმაყოფილების ფაქტების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** კლინიკის შიდა წესების, მომსახურების სტანდარტებისა და სამედიცინო ეთიკის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** პაციენტებთან თავაზიანი, ყურადღებიანი და პროფესიული ურთიერთობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და ოპერატიულობა; ** სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; ** ორშაბათი-პარასკევის სამუშაო გრაფიკს; ** 850 ლარს ხელზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@enmedic.com პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ვაკანსიაზე განაცხადის ფარგლებში კანდიდატის მიერ წარმოდგენილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →