← ყველა ვაკანსია

პრისეილერი

ვეიპ რუმი · ბათუმი

შპს "ვეიპ რუმ"-ი 2020 წლიდან ბაზარზეა და მზარდ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მუშაობს ვეიპებზე, ჩილიმებსა და აქსესუარების როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებზე: სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო: 10:00-18:00 ** განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი ** ადგილმდებარეობა: ბათუმი, ორბელიანის 39 მოკლე აღწერა: ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს პრისეილერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთან ვიზიტზე, შეკვეთების მიღებაზე და პროდუქციის პრეზენტაციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** არსებული და ახალი მყიდველების მონახულება; ** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების სტიმულირება; ** შეკვეთების მიღება და მონაცემების სწორად დაფიქსირება; ** გაყიდვების გეგმების შესრულება; ** ანგარიშგების წარმოება და დოკუმენტაციის მოწესრიგება. მოთხოვნები: ** ქონებით უზრუნველყოფა (აუცილებელი პირობაა); ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავს პოზიციაზე; ** მართვის მოწმობა B კატეგორია და პირადი ავტომობილი; ** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი; ** სწრაფად ადაპტაციის უნარები. სასურველი უნარები: ** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** Fina-ს პროგრამის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა; ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი; ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი გეგმის შესრულებიდან; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ელ . ფოსტის მისამართი: info@vaperoom.ge ან დაგვირეკეთ 555 90 27 96

განაცხადის გაგზავნა →