← ყველა ვაკანსია

სუშის მზარეულის დამხმარე

სუში რუმი

"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე. გაიხსნა სუში რუმ-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის. ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი რას გთავაზობთ: ** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით ** უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან ** პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით ** მეგობრულ სამუშაო გარემოს ** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს. მოთხოვნები: ** ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია) ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პასუხისმგებლობა/მოვალეობები: ** მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.) ** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება ** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი. შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.

განაცხადის გაგზავნა →