უჯრედული თერაპიის ლაბორატორანტი
ABM
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უჯრედული თერაპიის ლაბორატორანტის პოზიციაზე.
ლაბორატორია: ღეროვანი უჯრედებისა და ადოპტიური იმუნოთერაპიის მიმართულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული და არასრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** უჯრედული კულტურების მომზადება, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
** GMP სტანდარტების დაცვით სამუშაო პროცესის შესრულება
** ციტომეტრიის, კრიოსაცავის და უჯრედული დამუშავების ტექნიკის გამოყენება
** QC/QA ტესტების მხარდაჭერა (სტერილობა, მიკრობული უსაფრთხოება, გენეტიკური სტაბილურობა, ფუნქციური ტესტები)
** ლეიკოფერეზის და T-უჯრედების მოდიფიკაციის პროცესში ჩართულობა
** საერთაშორისო კოლაბორაციებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა
მოთხოვნები:
** ბიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის ან სამედიცინო ლაბორატორიის მიმართულებით ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი
** უჯრედული კულტურების ან მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია
** GMP სტანდარტების ცოდნა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური (B1/B2), გერმანული და რუსული ენების ცოდნა საერთაშორისო კომუნიკაციისთვის ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** ინოვაციურ და თანამედროვე კვლევით გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, საერთაშორისო სტაჟირებები)
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სოციალური პაკეტი.
** საერთაშორისო კოლაბორაციებში ჩართვის პერსპექტივა.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა სწრაფად განვითარებად სფეროში.
რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ: info@abm.com.ge