← ყველა ვაკანსია

პროდუქტის სპეციალისტი

ABM

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის ან ბიოტექნოლოგიის, მიმართულებით; ** ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ** მოლეკულური ბიოლოგიისა და ლაბორატორიული მეთოდების საბაზისო ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1/B2 დონე; პროფესიულ ლიტერატურასთან, პროდუქტის დოკუმენტაციასთან და კომუნიკაციისთვის; ** Microsoft Office-ის / საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და სხვადასხვა პროდუქტის სპეციფიკაციების შესწავლის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომზადება მომხმარებლებისა და გაყიდვების გუნდისთვის; ** ლაბორატორიებისთვის პროდუქციის შერჩევასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზებაში მონაწილეობა; ** პროდუქტის პრეზენტაციების, კომერციული და ტექნიკური მასალების მომზადება; ** მწარმოებელ კომპანიებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების გადამოწმება; ** პროდუქტის ინსტრუქციების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შესწავლა; ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მოძიება და ბაზრის შესწავლა; ჩვენთან მუშაობისას კანდიდატი შეიძენს: ** საერთაშორისო მწარმოებლების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური პროდუქტების ცოდნას; ** მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოცდილებას; ** საერთაშორისო კომპანიებთან პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილებას; პროდუქტის მართვისა და ტექნიკური კონსულტაციის უნარებს. რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ: info@abm.com.ge

განაცხადის გაგზავნა →