← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ზოომარტი

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 41 საცალო ფილიალს. "ზოომარტი" არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Wellness, Ferplast, KONG, Morando SPA, Animonda, Antos, Versele-laga, Animology, Oxbow, Beaphar, Inodorina, Moderna, Flexi, Canvit, Dorian და Catzone. ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://zoomart.ge/ka/store-locator კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. გრაფიკი: სრული, ცვლებში, თვეში საშუალოდ 15-17 დღე (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა) სამუშაო საათები: 10:00-21:00 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი; ** ყოველთვიური ბონუსი: 1000 ლარამდე; ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შერჩევაში დახმარება; ** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება და მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება; ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის მარტივად გაცნობა; ** სალაროში ოპერაციების მართვა და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება; ** სამუშაო და სავაჭრო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** ასაკი - 18 წლიდან; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ბენეფიტები: ** ანაზღაურებადი სტაჟირება; ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ფიტპასი. თუ გსურთ გახდეთ "ზოომარტის" გუნდის წევრი და განვითარდეთ სტაბილურ კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას და გელოდებით "ზოომარტის" გუნდში!

განაცხადის გაგზავნა →