გაყიდვების სპეციალისტი
სტოკი
კომპანია "სტოკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესი
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება;
** არსებული კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ცოდნა;
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** ქსელებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-18:30
შაბათი: 10:00-15:00
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი გამომუშავებით
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tatiastock@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 596 330011.