← ყველა ვაკანსია

დიასახლისი

Ivy Hotels

"IVY HOTEL" ბუტიკის ტიპის სასტუმრო ავლაბარში, საინგილოს 40-ში, აერთიანებს 16 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს. პოზიციის დასახელება: დიასახლისი (ჰაუსქიფინგი) ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი გრაფიკი: 2/2-ზე, დილის 9:00-დან 20:00-მდე ანაზღაურება: 1100 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების ოთახების დალაგება და დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; ** საერთო სივრცეების (დერეფნები, კიბეები, ლობი) დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება; ** თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა, ოთახში სტუმრის სამომხმარებლო საშუალებების შევსება; ** დაზიანების ან გაუმართავი ინვენტარის შესახებ რესეპშენისთვის შეტყობინება; ** რესეპშენთან კომუნიკაცია ოთახების სტატუსის შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** პასუხისმგებლობის გრძნობა და სისუფთავის მაღალი სტანდარტი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებისადმი ყურადღებიანობა. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვირეკოთ +995 557 743 457 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ivyhotels.ge.

განაცხადის გაგზავნა →