← ყველა ვაკანსია

რესტორნის სუპერვაიზერი

როშე გუდაური · გუდაური

სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს რესტორნის სუპერვაიზერს. ძირითადი მოვალეობები: ** დარბაზის მუშაობის კოორდინაცია: რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა ** სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების თბილად და მეგობრულად მიღება, მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, უკუკავშირზე რეაგირება და წარმოქმნილი გაუგებრობების/პრობლემების სწრაფად და პროფესიონალურად მოგვარება. ** საუზმის ბუფეტის ორგანიზება: სასტუმროს დილის საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) გამართული ფუნქციონირების, დარბაზის/ბუფეტის ხაზის დროული გაშლის, სისუფთავის, შევსებისა და სტუმრების ეფექტური მიღების უზრუნველყოფა. ** გუნდის მართვა და სწავლება: მიმტანებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის გადანაწილება, ინსტრუქტაჟი (briefing), სწავლება და სტუმრებთან მეგობრული კომუნიკაციის სტანდარტების კონტროლი. ** ხარისხის და სისუფთავის კონტროლი: დარბაზში, ბარში და საუზმის ზონაში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა. ** კასისა და ანგარიშგების მართვა: სალარო ოპერაციების, შეკვეთების სისტემის (POS) და ცვლის დახურვის ანგარიშების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება: ** სამუშაო გამოცდილება სუპერვაიზერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე სასტუმროს რესტორანში ** აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მომსახურებისა და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება. ** ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა): ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** უცხო ენების აუცილებელი ცოდნა გამართული საკომუნიკაციო და პროფესიული დონეზე ** ტექნიკური უნარები: რესტორნის მართვის პროგრამების (მაგ. Micros, Resto, POS) და სალარო აპარატის ცოდნა. ** პიროვნული უნარები: ** სტუმრებთან ეფექტური, ღია, თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის უნარი; ** ლიდერობის, გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი; ** ადრეულ საათებში ეფექტურად მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა; ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით); კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Info@roshegudauri.ge

განაცხადის გაგზავნა →