საპროექტო დოკუმენტაციის სპეციალისტი
ელმონტაჟი
შპს "ელმონტაჟი" - ელექტროინჟინერიისა და ელექტროსამონტაჟო სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მონაწილეობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეძებს საპროექტო დოკუმენტაციის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო დოკუმენტაციის ატვირთვა და პროექტების შეთანხმების პროცესის ადმინისტრირება;
** პროექტების შეთანხმების ვადებისა და სტატუსების კონტროლი;
** პროექტანტებთან კომუნიკაცია და საჭირო კორექტირებების კოორდინაცია;
** შემოსული დაკვეთებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, სისტემატიზაცია და შენახვა;
** პროექტების ვიზირებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძრაობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების სურვილი.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ანაზღაურება: 1200 ლარი (ნეტ)
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elmontage.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ელმონტაჟმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ დასაქმების მიზნით.