← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ოლივანდერ ჯგუფი · ვაკე

სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი პლუს ბონუსი. შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. თუ შენ: ** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; ** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; ** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; ** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას. მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა! სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება. ვაკანტური ადგილები: ** ოლივანდერის მაღაზია (კეკელიძე); ** ოლივანდერსი (აქსის თაუერსი). განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით). სხვა ბენეფიტები: ** 30%-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ** ფიტპასი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: OllivanderGroup HR.

განაცხადის გაგზავნა →