წარმოების თანამშრომელი
რონის პიცა
რონის პიცა ეძებს პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ფიზიკურად გამძლე თანამშრომელს წარმოების სხვადასხვა სამუშაოებისთვის.
რას გააკეთებთ:
** მიიღებთ და დაასაწყობებთ პროდუქციას
** შეამოწმებთ პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხს
** მონაწილეობას მიიღებთ საწარმოში ყველა სახის პროდუქციის მომზადებაში
** უზრუნველყოფთ მომზადებული პროდუქციის გატანას
** დაიცავთ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა პროცედურას
** მიიღებთ მონაწილეობას დასუფთავებაში პროდუქციის მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, საწარმოს სუფთა იერსახის შესანარჩუნებლად
მოთხოვნები:
ზოგადი მოთხოვნები:
** მოქმედი მართვის მოწმობა (კატეგორია: B ან С. გთხოვთ მიუთითოთ)
** მძიმე ტვირთის აწევისა და გადატანის უნარი, ფიზიკური გამძლეობა
** დისციპლინა და სამსახურში დროულად გამოცხადება
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პროცედურების დაცვა
** გუნდში მუშაობის უნარი
გამოცდილება:
** სასურველია წარმოებაში ან საკვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ანაზღაურება და სამუშაო ადგილი
** ანაზღაურება: 1700-2000 ლარი თვეში
** სამუშაო გრაფიკი: 8:00 საათიდან 16:00 საათამდე
** სამუშაო ადგილი: ძმები ჭილაშვილების 30
როგორ განაცხადოთ:
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე teamronnys@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია: "საწარმოს თანამშრომელი". შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით გასაუბრებისთვის.