ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
Sky Motors
"SKY MOTORS" ეძებს ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენ ვეხმარებით ავტომობილების მეპატრონეებს მანქანის გაყიდვაში: ვპოულობთ მყიდველებს, ვაორგანიზებთ შეხვედრებს და ვმართავთ გაყიდვის პროცესს.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაინტერესებს ავტომობილები და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება, შემოგვიერთდი!
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №81, მარჯანიშვილის მეტროდან დაახლოებით 100 მეტრში;
** სამუშაო საათები: 11:00-19:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე — გაყიდვებზე დაფუძნებული საკომისიო; შემდეგ — ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები.
შენი ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების მეპატრონეებთან და პოტენციურ მყიდველებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ვებსაიტზე ავტომობილების განცხადებების განთავსება;
** შეხვედრების ორგანიზება და მხარეებთან კოორდინაცია.
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს;
** კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და გაყიდვების სფეროში განვითარების სურვილი;
** აუცილებელია გამართული მობილური ტელეფონი; საკუთარი ლეპტოპის ქონა სასურველია.
მსგავს სფეროში გამოცდილება და უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის. საქმის სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ:
** ადგილზე სწავლებას და მუშაობის პროცესში მხარდაჭერას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებაზე გადასვლისა და ბონუსების მიღების შესაძლებლობას ზემოთ მითითებული პირობებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან მოკლე ინფორმაცია შენ შესახებ შემდეგ მეილზე: carjobstbilisi@gmail.com