მძღოლ-ექსპედიტორი
GDCC · გორი
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე გორში.
ძირითადი მოვალეობები:
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით;
** სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
** B ან C- კატეგორია მართვის მოწმობა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-18:00 სთ;
** დასვენება - შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება გამომუშავებით: საშუალოდ: 1500 - 1600 ₾.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, hr@gdcc.com.ge საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლ-ექსპედიტორი" გორში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.gdcc.ge